ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით კვდებიან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით კვდებიან. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
გებრეისუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სააგენტო ოქტომბრის შემდეგ პირველად ეწვია ალ-ავდასა და ქამალ-ადვანის საავადმყოფოებს.
„ბავშვები შიმშილით იღუპებიან. საწვავის, საკვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობაა, საავადმყოფოს შენობები განადგურებულია. ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც 300 000 ადამიანი ცხოვრობს, საკვებისა და სუფთა წყლის ნაკლებობაა. საკვების ნაკლებობამ ათი ბავშვის სიკვდილი გამოწვია“, – ამბობს გებრეისუსი.