ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები კორონავირუსის შემთხვევებზე მათ საკმარის ინფორმაციას არ აწვდიან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები კორონავირუსის შემთხვევებზე მათ საკმარის ინფორმაციას არ აწვდიან

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან საკმარისად არ კონტაქტობენ, – ამის შესახებ ორგანიზაციის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ახალი ტიპის კორონავირუსის ცალკეულ შემთხვევებზე არასაკმარის ინფორმაციას აწვდიან.

როგორც აჰმედ ალ-მანდჰარიმ განაცხადა, რეგიონში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით არათანაბარი მიდგომა ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, რეგიონში ვირუსთან საბრძოლველად გაციილებით მეტია გასაკეთებელი.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ირანშია.

ისლამურ რესპუბლიკაში ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსის 16 169 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, დაღუპულია 988 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელება შეძლო 5 389 ადამიანმა.

ოფიციალური მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი იემენისა და სირიის გარდა, ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება.