ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2021 წელს მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2021 წელს მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 2021 წელს მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის თქმით, ვირუსის დასამარცხებლად საჭირო ვაქცინის დოზების წარმოებასა და ადმინისტრირებას დრო დასჭირდება.

„2021 წელს მოსახლეობის კოლექტიურ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ“, – ამის შესახებ სუმია სვამინატანმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაცვა, როგორიც არის სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ხელების დაბანა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა ერთ წელიწადში ვირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინის წარმოებას გასაოცარი პროგრესი უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ მათ მასობრივ გავრცელებას დრო დასჭირდება. სვამინატანმა მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი