ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წევრმა სახელმწიფოებმა „კოვიდ-19“-თან გასამკლავებლად 800 მილიონი დოლარი გამოუყვეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წევრმა სახელმწიფოებმა „კოვიდ-19“-თან გასამკლავებლად 800 მილიონი დოლარი გამოუყვეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძვღანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცახდებს, რომ „კოვიდ-19“-თან გასამკლავებლად ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის ქვეყნებმა 800 მილიონი დოლარი გამოყვეს.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ დაწესებული სამიზნე თანხა 1.7 მილიარდ დოლარს გულისხმობდა, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაციას მოსალოდნელზე 900 მილიონი დოლარით ნაკლები თანხა გამოეყო.

„პანდემიის დაწყვებიდანვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დღე და ღამე დაუღალავად მუშაობდა, რათა თავისი წვლილი შეეტანა გლობალურ საპასუხო ღონისძიებებში, ორგანიზაციის სამივე დონის ფარგლებში – ის ეხმარებოდა ქვეყნებს ტექნიკური რჩევებით, იყო პოლიტიკური სოლიდარობის კატალიზატორი, ახდენდა რესურსების მობილიზებასა და კოორდინირებას“- განაცხადა გებრეისუსმა.