ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზების შესასწავლად ჩინეთში ექსპერტების გაგზავნა სურს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზების შესასწავლად, ჩინეთში ექსპერტების გაგზავნა სურს. განცხადება ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„ჩვენ ვგეგმავთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ვიქნებით ადგილზე“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
თითქმის ერთი წლის წინ ჩინეთში, ქალაქ უხანში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, შემდეგ კი ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში მსოფლიოში ვირუსით 67 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 1 539 559.