ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მიერ წარდგენილმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ეფექტურობა აჩვენა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მიერ წარდგენილმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ეფექტურობა აჩვენა

ჩინეთის ვაქცინის მწარმოებლების, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მიერ წარდგენილმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ეფექტურობა აჩვენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ალეხანდრო კრავიოტომ თქვა, რომ ჩინური ვაქცინების ეფექტურობის დონე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნება.

გაერო-ს ორგანიზაციის ექსპერტების ჯგუფი იმედოვნებს, რომ რეკომენდაციები აღნიშნულ ვაქცინებზე აპრილის ბოლოს გაიცემა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოში აცხადებენ, რომ ვაქცინებმა უსაფრთხოების ნორმები უნდა დააკმაყოფილოს.

სინოფარმის“ ვაქცინას, წინასწარი მონაცემებით, 79 პროცენტიანი ეფექტურობა აქვს, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტურობა კი სხვადასხვა ქვეყანაში 50 პროცენტიდან 83 პროცენტამდე მერყეობს.