ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - სახლში დარჩენის მოწოდებებით ბევრ ქვეყანაში გავრცელების ტემპი შენელდა, თუმცა ვირუსი ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - სახლში დარჩენის მოწოდებებით ბევრ ქვეყანაში გავრცელების ტემპი შენელდა, თუმცა ვირუსი ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ​ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-თან გამკლავებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანცირების და სხვა უსაფრთხოების ზომების გავლენით ევროპაში სიტუაციის დასტაბილურება შეინიშნება, ვითარება იძაბება აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

„ქვეყნების უმრავლესობა ამ ვირუსის გავრცელების დაწყებით ფაზებშია, ხოლო სადაც ვირუსის გავრცელება ადრევე დაიწყო, ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება. არ დაუშვათ შეცდომა, ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ეს ვირუსი ჩვენთან დიდი ხანი დარჩება. არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ სახლში დარჩენის მოწოდებებისა და სხვა ფიზიკური დისტანცირების ზომების მეშვეობით ბევრ ქვეყანაში გავრცელების პროცესი წარმატებით შენელდა, თუმცა ეს ვირუსი ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.