ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - პირბადის ტარების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, კარანტინი საჭირო აღარ იქნება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - პირბადის ტარების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, კარანტინი საჭირო აღარ იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, ევროპაში კარანტინის ხელახლა გამოცხადება აღარ იქნება საჭირო.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ევროპა კიდევ ერთხელ არის პანდემიის ეპიცენტრი, აშშ-სთან ერთად. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ წინ რთული ექვსი თვე გველის. პირბადის ტარება პანაცეა არ არის და ამის გაკეთება სხვა ზომების დაცვასთან ერთად არის აუცილებელი. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე გაიზრდება, კარანტინი არ იქნება საჭირო“, – განაცხადა კლუგემ.

ევროპაში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 29 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ჰანს კლუგეს თქმით, ევროპაში კორონავირუსისგან ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება.