ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - „ომიკრონი“ შესაძლოა, ახალგაზრდებსა და მოხუცებში ნაკლებად მძიმეა, მაგრამ მსუბუქი ნამდვილად არ არის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - „ომიკრონი“ შესაძლოა, ახალგაზრდებსა და მოხუცებში ნაკლებად მძიმეა, მაგრამ მსუბუქი ნამდვილად არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით,ომიკრონის“ შტამი შესაძლოა, ახალგაზრდებსა და მოხუცებში ნაკლებად მძიმეა, მაგრამ მსუბუქი ნამდვილად არ არის. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, კვლევების წინასწარი შედეგები ცხადყოფს, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ნაკლებად ესაჭიროებათ საავადმყოფოში გადაყვანა

ამასთან, „ომიკრონი“ არ იწვევს ისეთ მძიმე შედეგებს, როგორც მისი წინამორბედი შტამი „დელტა“.

ომიკრონი“ მართლაც ნაკლებად მძიმე ჩანს, ვიდრე „დელტა“, განსაკუთრებით აცრილებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა დავახასიათოთ, როგორც მსუბუქი. „ომიკრონის“ გამოც ხვდებიან ადამიანები საავადმყოფოებში და კვდებიან კიდეც“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ვაქცინების მთელ მსოფლიოში თანაბრად განაწილების აუცილებლობაზე.

„მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ბუსტერების გაკეთებით, მაშინ როდესაც მილიონობით ადამიანი კვლავ დაუცველია, პანდემია არ დასრულდება“, – თქვა გებრეიესუსმა.