ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ევროპაში ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი.

2020 წლის მარტის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 500-ზე ნაკლებია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 165 მილიონზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 430 955 ადამიანი.