ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომდევნო კვირაში „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომდევნო კვირაში „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომდევნო კვირაში „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ 280-გვერდიანი ანგარიშის გამოქვეყნებას აანონსებს. ამის შესახენ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის ხელმძღვანელმა ,პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა, რომ ანგარიშის ავტორები შესაძლოა, გარკვეული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ, თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ საბოლოო ვერსია ექსპერტთა გუნდის ერთხმად დამოწმებას საჭიროებს.

პიტერ ბენ ემბარეკი ხელმძღვანელობდა 10-კაციან საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს ჩინეთში, რომელიც ვითარების შესასწავლად ადგილზე იანვარსა და თებერვალში იმყოფებოდა.