ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ლიბიის დედაქალაქთან სამხედრო მოქმედებებს 121 ადამიანი ემსხვერპლა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ლიბიის დედაქალაქთან სამხედრო მოქმედებებს 121 ადამიანი ემსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლთან სამხედრო მოქმედებებს  სულ მცირე 121 ადამიანი ემსხვერპლა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები 561 ადამიანმა მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ლიბიაში დამატებითი თანამშრომლების გაგზავნას გეგმავს, ასევე გეგმავს ქვეყანაში სამედიცინო დახმარების გაფართოებას.

ამავე დროს, ორგანიზაცია გმობს ტრიპოლიში ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებსა და სამედიცინო დახმარების მანქანებზე თავდასხმებს.

ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურმა, ამბოხებულთა გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა ტრიპოლიზე შეტევა 4 აპრილს დაიწყო. გაერო-სგან მხარდაჭერილი მთავრობის პრემიერ-მინისტრი ფაიეზ ალ-სერაჯი აცხადებს, რომ ამბოხებულებს გადატრიალების მოწყობა სურთ.

უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო, მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ ლიბიიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.