ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - „კოვიდ-19“-ის ვაქცინა შესაძლოა, 2021 წლის მარტში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოვიდეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - „კოვიდ-19“-ის ვაქცინა შესაძლოა, 2021 წლის მარტში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოვიდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირის, ბრიუს ეილვარდის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინა შესაძლოა, 2021 წლის მარტში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოვიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ აქვეყნებს.

ბრიუს ეილვარდმა ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიურ ასამბლეაზე გააკეთა. მისი თქმით, შუალედური შედეგები, რომელიც Pfizer-მა მიიღო, ძალიან პოზიტიურია.

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა COVID-19-ის ინფექციის პრევენციაში.