ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - „კოვიდ-19“-ის დასამარცხებლად მსოფლიოში 180-მდე ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - „კოვიდ-19“-ის დასამარცხებლად მსოფლიოში 180-მდე ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა

„კოვიდ-19“-ის დასამარცხებლად მსოფლიოში 180-მდე ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, 35 შემთხვევაში სამედიცინო კვლევები ადამიანებზე ტარდება. გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ისტორიის განმავლობაში, არც ერთი დაავადების წინააღმდეგ არ ჩატარებულა კვლევები მსგავსი სისწრაფით და ეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წარმოუდგენელი მიღწევების დასტურია, რასაც მსოფლიომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაზე წვდომა შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს უნდა ჰქონდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რამდენიმე კვლევა ივლისში დაიწყო და შუალედური შედეგები წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.