ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამკაცრებული ზომების შემსუბუქება ნაადრევია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამკაცრებული ზომების შემსუბუქება ნაადრევია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გამკაცრებული ზომების შემსუბუქება ნაადრევია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ შევამსუბუქოთ ზომები ნაადრევად, რათა თავიდან ავირიდოთ გავრცელება. ეს იგივეა, რომ ავად იყო, ნაადრევად ადგე და ირბინო, ამით საკუთარ თავს რისკის ქვეშ აყენებ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ქრისტიან ლინდმეირმა.