ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის ახალი შემთხვევები ჩინეთს გარეთ უფრო მეტია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის ახალი შემთხვევები ჩინეთს გარეთ უფრო მეტია

მსოფლიო ჯანდაცვის ოგრანიზაციის პრეზიდენტის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთს გარეთ უფრო მეტია.

მისი თქმით, ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელება შემაშფოთებელია, თუმცა ვირუსის შეკავება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსის 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ ქვეყნებში კი საერთო ჯამში – 427.

მთელ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 80 980-ია.

დატოვე კომენტარი