ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გამო გამკაცრებული ზომების მოხსნას გეგმავენ, ხვალ სტრატეგიულ რჩევებს გაავრცელებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი იმ ქვეყნებს, რომლებიც გამკაცრებული ზომების მოხსნას გეგმავენ, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსი ხალხით სავსე გარემოში მარტივად ვრცელდება. ვიცით, რომ ნაადრევი აღმოჩენა, ტესტირება და იზოლაცია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის საუკეთესო გზაა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლის ზომები უნდა შემსუბუქდეს ნელ-ნელა და კონტროლით. არ შეიძლება, ამის ერთბაშად გაკეთება. საკონტროლო ზომები მხოლოდ იმ შეთხვევაში უნდა მოიხსნას, თუ ადგილზეა სწორი სამედიცინო ზომები“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის თქმით, იმ ქვეყნების მხარდასაჭერად, რომლებიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას გეგმავენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხვალ სტრატეგიულ რჩევებს გაავრცელებს.
“We also call on all countries to ensure that where #StayHome measures are used, they must not be at the expense of human rights. Each government must assess their situation, while protecting all their citizens & especially the most vulnerable”-@DrTedros #COVID19 #coronavirus
— World Health Organization (WHO) (@WHO) April 13, 2020