ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ევროპის შემდეგ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა, აშშ გახდეს

17:54, 24.03.2020

ევროპის შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს.

როგორც „როიტერი“ იტყობინება, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები ძალიან სწრაფად იმატებს.

„ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით დაზუსტებით, თუმცა ამის პოტენციალი არის“, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გამოვლენილია კორონავირუსის 46 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან 21 ათასზე მეტი ინფიცირება ნიუ იორკის შტატში ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 593 ადამიანი.

მსგავსი