ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს თქმით, ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბოლო ერთ კვირაში ევროპაში „კოვიდ-19“-ით 29 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

„ევროპა კიდევ ერთხელ არის პანდემიის ეპიცენტრი, აშშ-სთან ერთად. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ წინ რთული ექვსი თვე გველის. პირბადის ტარება პანაცეა არ არის და ამის გაკეთება სხვა ზომების დაცვასთან ერთად არის აუცილებელი. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე გაიზრდება, კარანტინი არ იქნება საჭირო“, – განაცხადა კლუგემ.