ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპაში გამკაცრებული კონტროლით მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპაში გამკაცრებული კონტროლით მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია

ევროპაში გამკაცრებული კონტროლით მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

„დროა, ვიმოქმედოთ. მთავრობებისადმი გზავნილი ასეთია: თავი არ შეიკავოთ შედარებით მცირე ზომების მიღებისგან, რათა თავიდან ავიცილოთ მტკივნეული და დამანგრეველი ზომები, რომლებიც ჩვენ პირველი ტალღის დროს გვქონდა“, – განაცხადა კლუგემ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კონტინენტზე „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა და ეფექტიანი ნაბიჯების გარეშე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი მარტსა და აპრილში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე ოთხჯერ მეტი იყოს.