ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დონალდ ტრამპს პასუხობს - ვირუსმა არ იცის საზღვრები, არ ადარდებს ეთნიკური წარმომავლობა ან რამდენი ფული გაქვთ ბანკში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დონალდ ტრამპს პასუხობს - ვირუსმა არ იცის საზღვრები, არ ადარდებს ეთნიკური წარმომავლობა ან რამდენი ფული გაქვთ ბანკში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეხმაურება, რომელმაც კორონავირუს „კოვიდ19“-ს „ჩინური ვირუსი“ უწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „სიენბისი“ ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა აღნიშნა, ვირუსებს არ ადარდებთ ადამიანების ეთნიკური წარმომადგენლობა, კანის ფერი ან ის, თუ რამდენი ფული აქვთ მათ ბანკში.

„ვირუსებმა არ იციან საზღვრები და მათ არ ადარდებთ თქვენი ეთნიკური წარმომავლობა, კანის ფერი, ან ის, თუ რამდენი ფული გაქვთ ბანკში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ენაზე, რომელსაც ვიყენებთ, რომ არ მოხდეს ვირუსთან ასოცირებული პირების პროფილირება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა.