ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამოუკიდებელ კომიტეტს ქმნის, რომელიც კორონავირუსზე ორგანიზაციისა და მთავრობების რეაგირებას გამოიძიებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამოუკიდებელ კომიტეტს ქმნის, რომელიც კორონავირუსზე ორგანიზაციისა და მთავრობების რეაგირებას გამოიძიებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეიქმნება დამოუკიდებელი კომიტეტი, რომელიც ორგანიზაციის მიერ პანდემიის შესაჩერებლად მიღებულ ზომებს, ასევე მთავრობების რეაგირებას გამოიძიებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, კომიტეტს ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰელენ კარტერი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი უხელმძღვანელებენ.

„ეს არ იქნება ანგარიში, რომელშიც უბრალოდ პუნქტებს მოვნიშნავთ და შემდეგ მას თაროზე შემოვდებთ დასამტვერად. ამ გამოძიებას სერიოზულად ვუდგებით“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, გებრეიესუსმა.

მაისში ევროკავშირის ხელმძღვანელობით მსოფლიოს ქვეყნებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალ კორონავირუსზე რეაგირების დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვეს.