ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ტყიბულის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ტყიბულის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სოციალურ პარტნიორთა სამმხრივი კომისიის სამდივნო ტყიბულის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მეშახტეებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შედეგები გააცნეს, რომლის გადაწყვეტილებითაც მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების პირობებზე აუდიტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. ასევე, დასაქმებულთათვის სოციალური პაკეტების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. შეხვედრაზე მეშახტეებმა საკუთარი ინიციატივებიც წარადგინეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.