ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური საოკუპაციო ხაზთან მოწყობილი ვაქცინაციის ახალი ცენტრის მუშაობას გაეცნო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური საოკუპაციო ხაზთან მოწყობილი ვაქცინაციის ახალი ცენტრის მუშაობას გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან არსებული საზაფხულო სამედიცინო კარავი, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირება მიმდინარეობდა, ზამთრისთვის შესაბამისად მოწყობილი სამედიცინო კონტეინერით ჩანაცვლდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამედიცინო პუნქტში, ტესტირებასთან ერთად, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაცაა შესაძლებელი.

ცენტრის მუშაობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან ვაქცინაციზაციისა და ტესტირების პუნქტის განთავსება ჯანდაცვის სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით განხორციელდა“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი