ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში ექიმი გაუწევს
ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში ექიმი გაუწევს

ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან 24 საათის განმავლობაში ექიმი იმორიგევებს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ განაცხადა.

„ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაევალა პაციენტთან მონიტორინგის მიზნით 24 საათის განმავლობაში აქ იმორიგეოს ექიმის და ექთნის ბრიგადამ, რომლებიც ჩაუტარებენ მონიტორინგს პაციენტს. ჩვენ ახლახან ვიყავით პაციენტთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ნამდვილად. 24 საათის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები იმორიგევებენ პაციენტთან. ამ ეტაპისთვის პაციენტი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, თუ გახდება საჭირო ნამდვილად მობილიზებულები ვართ“, – განაცხადა ჩიმაკაძემ.