ჯანდაცვის მინისტრი - პაციენტების მისაღებად დღეისათვის 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, ვამზადებთ დამატებით საწოლებს
ჯანდაცვის მინისტრი - პაციენტების მისაღებად დღეისათვის 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, ვამზადებთ დამატებით საწოლებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1000-დან 1500 საწოლამდე მზადდება.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეისათვის 500-ზე მეტი საწოლი არის მობილიზებული პაციენტების მისაღებად.

„რამდენიმე ეტაპად გვაქვს დაყოფილი: პირველ ეტაპზე, გარკვეული რიცხვის ზრდის შემთხვევაში მიეწოდება ინფორმაცია მეორე ჯგუფის ჰოსპიტალებს, სადაც ჩვენ გვაქვს რეზერვი 700 საწოლი. შემდეგ გვაქვს მესამეული დონისთვის მომზადებული ჰოსპიტალები და მათაც აქვს რესურსი 700-800 საწოლი გამოყონ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად. ასევე, ჩვენ ვამზადებთ უკვე დამატებით საწოლებს, რომელთა რაოდენობაც იქნება 1000-იდან 1500-მდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი