ჯანდაცვის მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მონაწილეობს
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ამერიკული საერთაშორისო ფონდის, The Stirling Foundation-ის დამფუძნებლებს შეხვდა. ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ისეთ სოციალურ მიმართულებებზე მუშაობს, როგორებიცაა: ადგილობრივი თემების განვითარება, სასწრაფო/გადაუდებელი დახმარება, ჯანდაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, ქალთა და ბავშვთა ხელშეწყობა და სხვა.
შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროსა და ფონდს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.
შეხვედრას საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლები მაღალი დონის ღონისძიებებში. მიხეილ სარჯველაძე კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.