ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

წითელ ზონაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან ერთად, აჭარაში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მინისტრის თქმით, „კოვიდ-19“-ის მართვაში აჭარაში ახალი კლინიკები ჩაერთვებიან, გაიზრდება კლინიკების საწოლფონდები, გარდა ამისა, იმ სამედიცინო დაწესებულებებიდან, სადაც არ აქვთ კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევის ჩატარების საშუალება, პაციენტებს ამ კვლევების შესაძლებლობების მქონე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანენ. პროცესში ჩაერთვება საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურიც.

„სამინისტრო, თითქმის მთელი შემადგენლობით, აქ ვართ, რათა აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რომლებიც არსებობს, თუმცა ეს არის ხარვეზები, რომელიც პანდემიას თან ახლავს და რომელ ხარვეზებსაც ვერ გაექცნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ჩვენ ყველა ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ბათუმში რჩება მისი მოადგილე თამარ გაბუნია, რომელიც უშუალოდ გაუწევს პროცესებს კოორდინაციას.

დატოვე კომენტარი