ჯანდაცვის კომიტეტზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება „სკაიპით“ მიმდინარეობს
ჯანდაცვის კომიტეტზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება „სკაიპით“ მიმდინარეობს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება კომიტეტზე სოციალური ქსელის, „სკაიპის“ საშუალებით მიმდინარეობს.

საბჭოს წევრობის კანდიდატები დეპუტატებს თავიანთ ხედვებს აცნობენ და მათ კითხვებსაც პასუხობენ.

საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ საინვესტიციო საბჭოს წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: დავით წიკლაური, ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას;  არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფროს საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესასრულებელი გეგმა;  საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით, ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;  ასევე, შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს (დეპოზიტარებს) და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს).

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.