ჯანდაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, ზოგიერთი დაავადების შემთხვევების კლების დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა
ჯანდაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, ზოგიერთი დაავადების შემთხვევების კლების დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, ზოგიერთი დაავადების შემთხვევების კლების დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა, – ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში, სადაც საუბარია კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების, ჩატარებული გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენისას მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი დაავადების შემთხვევების კლების დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა.

„კერძოდ, 2019 წლის მონაცემების 2017-2018 წლების ანალოგიური პერიოდის – იანვარი, თებერვალი, მარტის (წინასწარი მონაცემები) მონაცემებთან შედარებისას საგულისხმოა შემდეგი ნოზოლოგიების: სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის, გულის მწვავე იშემიური დაავადების სხვა ფორმების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ინსულტის, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი, ასევე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების კლება”, – ნათქვამია პროექტში.