ჯანდაცვის კომიტეტი - თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის უმეტესი შემთხვევა საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ფიქსირდება
ჯანდაცვის კომიტეტი - თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის უმეტესი შემთხვევა საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ფიქსირდება

თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის უმეტესი შემთხვევა საჯარო სექტორში ფიქსირდება, – ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინება.

დადგენილების პროექტში საუბარია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის უმეტესი შემთხვევები საჯარო სექტორის გარდა, სამედიცინო დაწესებულებებშიც ფიქსირდება.

„ეს საჭიროებს ამ დაწესებულებებში გააქტიურებულ მონიტორინგს“, – ნათქვამია პროექტში.

დატოვე კომენტარი