ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამი შეიცვალა და შესაძლოა, ადამიანებისთვის მეტად სახიფათო იყოს
ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების რისკებზე მიუთითებს. ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, მანამდე ცირკულირებადი შტამი, როგორც ჩანს, შეიცვალა და შესაძლოა, ადამიანებისთვის უფრო მეტად ინფექციური იყოს.
წელს ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ფრინველის გრიპის „ეიჩ5ენ6“-ის ქვეტიპით 21 ადამიანის ინფიცირების შესახებ შეატყობინა, მაშინ როდესაც გასულ წელს ინფიცირების მხოლოდ ხუთი შემთხვევა დადასტურდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, მიუხედავდ იმისა, რომ შემთხვევები 2017 წელს „ეიჩ7ენ9“-ით ინფიცირებულებთან შედარებით ბევრად დაბალია, ახალი შემთხვევები სერიოზულია, რადგან ვირუსს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევების უმრავლესობა ფრინველთან კონტაქტის შემდეგ დადასტურდა და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები არ აღინიშნება.