ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო საღამოზე ლაშა ტალახაძეს წარმატება მიულოცეს [ფოტო]
ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო საღამოზე ლაშა ტალახაძეს წარმატება მიულოცეს [ფოტო]

გრიბოედოვის თეატრში, სადაც ჯამლეტ ხუხაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მივიდა.

ლაშა ტალახაძეს დარბაზში მყოფი საზოგადოება აპლოდისმენტებით და მილოცვებით შეხვდა. ლაშა ტალახაძესთან ერთად იმყოფებოდა ყველაზე ძლიერი მამაკაცის სტატუსის მქონე სპორტსმენი – კონსტანტინე ჯანაშია.

ჯამლეტ ხუხაშვილმა სპორტსმენები სცენაზე მიიხმო და ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მიულოცა. თავის მხრივ, ლაშა ტალახაძემ ჯამლეტ ხუხაშვილს იუბილე მიულოცა.

ჯამლეტ ხუხაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გრიბოედოვის თეატრში გაიმართა.