ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ მეშახტეების მიერ დასახელებული კანდიდატი ხვალ ტყიბულის შახტის ხელმძღვანელად დაინიშნება
ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ მეშახტეების მიერ დასახელებული კანდიდატი ხვალ ტყიბულის შახტის ხელმძღვანელად დაინიშნება

მეშახტეების მიერ დასახელებული კანდიდატი ტყიბულის შახტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხვალ დაინიშნება, – ამის შესახებ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან უსაფრთხოების წესების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების კუთხით ღონისძიებებია გასატარებელი.

ტყიბულში მეშახტეები დღეს „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს შეხვდნენ. მეშახტეებმა ჯამბულ ჯაყელს შახტის დირექტორის თანამდებობაზე ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა დაუსახელეს. ელდარ ჩაფიძეს ამ დროისთვის წარმოების დირექტორის მოადგილის თანამდებობა უკავია.

მეშახტეებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს და კომპანიასთან მოლაპარაკებების რეჟიმზე გადავიდნენ.