ჯამბულ გამცემლიძე - თურმე სააკაშვილს შია, ციხეში ვერ ძლებს, წავიდეს ეგ ნაძირალა და ნახოს, ჩემი შვილი იქ ძლებს?
ჯამბულ გამცემლიძე - თურმე სააკაშვილს შია, ციხეში ვერ ძლებს, წავიდეს ეგ ნაძირალა და ნახოს, ჩემი შვილი იქ ძლებს?

თურმე სააკაშვილს შია, თურმე ციხეში ვერ ძლებს, წავიდეს ეგ ნაძირალა და ნახოს, ჩემი შვილი იქ ძლებს?, – ამის შესახებ 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან ძნელია ამხელ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. მე გახლავართ გიორგი გამცემლიძის მამა, რომელიც ბეღურასავით მომიკლეს რუსთაველის ძეგლთან. დიდი მადლობა მინდა, გითხრათ, ვინც აქ მოხვედით. მჯერა იმისა, რომ ძალიან ბევრნი ვართ, ვინც არ დაუშვებს ამ ნაძირალების ისევ ხელისუფლებაში მობრუნებას. თურმე სააკაშვილს შია, თურმე ციხეში ვერ ძლებს. წავიდეს ეგ ნაძირალა და ნახოს, ჩემი შვილი იქ ძლებს? მას უნდა იქ ყოფნა? ვინ აიძულა ჩვენი ახალგაზრდები, რომ იქ ყოფილიყვნენ.

ეს ნაძირალა კაცი დღეს თავისიანებს მოუხმობს, რომ გადატრიალება მოახდინოს – ვერა, ვერასდროს, ფიცი დავდოთ ყველამ, ვინც აქ ვართ და ბევრმა იმ ადამიანთა ჯგუფებმა, რომლებიც სააკაშვილისგან სიმწარის გარდა არაფერი მიიღეს.

დღევანდელი დღე როგორც არის სიმბოლო იმისა, რომ კობა დავითაშვილს მიენიჭა ღირსების ორდერი, ისე ყოფილიყოს დღეიდან წამზომი ჩართული „ნაციონალების“ გადაშენების“,- განაცხადა ჯამბული გამცემლიძემ.

დატოვე კომენტარი