ჯამალ ხაშოგის საქმის გამოძიების ფარგლებში, სტამბოლში საუდის არაბეთის საელჩოს შენობას სპეციალური ჯგუფი დაათვალიერებს
ჯამალ ხაშოგის საქმის გამოძიების ფარგლებში, სტამბოლში საუდის არაბეთის საელჩოს შენობას სპეციალური ჯგუფი დაათვალიერებს

საუდის არაბეთისა და თურქეთის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული გუნდი  გაუჩინარებული ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის საქმის გამოძიების ფარგლებში, სტამბოლში საუდის არაბეთის საელჩოს შენობას დაათვალიერებს,  – ინფორმციას სააგენტო Reuters -ი დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, საელჩოს შენობას დღის მეორე ნახევარში შეამოწმებენ.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ხაშოგი დიპლომატიურ წამომადგენლობაში თურქეთის მოქალაქესთან ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტების გასაფორმებლად იყო მისული. საცოლე მას გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა, თუმცა ხაშოგი არ გამოჩენილა. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ ერ-რიადი ხაშოგის მკვლელობაში დაადანაშაულა.

ჯამალ ხაშოგს საუდის არაბეთში ერთ-ერთი ცნობილი გაზეთის რედაქტორის თანამდებობა ეკავა. წლების განმავლობაში მუშაობდა ტელევიზიაშიც. ჟურნალისტი საუდის არაბეთის პრინცის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი იყო.