ჯამალ ხაშოგის საქმეზე სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს თანამშრომლებს კითხავენ
ჯამალ ხაშოგის საქმეზე სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს თანამშრომლებს კითხავენ

​დაკარგული ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის საქმესთან დაკავშირებით თურქი პროკურორები სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს თანამშრომლებს კითხავენ.

თურქული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაცით, პროკურორებმა საკონსულოს 20 თანამშრომელი უკვე დაკითხეს, მომდევნო დღეების განმავლობაში კი, კიდევ 25 ადამიანს დაკითხავენ.

ჯამალ ხაშოგი ორ ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის მოკლეს, სხეული კი დაანაწევრეს და ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც არსებობს.