ბელგოროდის ოლქზე უკრაინის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა
ბელგოროდის ოლქზე უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ბელგოროდზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა ქალაქ შებეკინოს მახლობლად მდებარე სოფელზე მიტანილი იერიშის შედეგად.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი კორპუსი, 35 ავტომობილი, ოთხი კერძო სახლი, სამი ადმინისტრაციული შენობა, რვა კომერციული ობიექტი და სამი სოციალური დანიშნულების დაწესებულება.