ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, საფრანგეთმა საუდის არაბეთს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს
საფრანგეთმა შესაძლოა, საუდის არაბეთს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, სანქციები დაუწესოს. ეს განცხადება საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ბენჟამენ გრივომ გააკეთა.
მისი თქმით, საფრანგეთის მთავრობა გამოძიების შედეგებს და დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას ელოდება, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე განმარტებით, სანქციები მხოლოდ საუდის არაბეთში იარაღის მიწოდებას არ შეეხება.