ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებულ 18 პირს საფრანგეთმა სანქციები დაუწესა
ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებულ 18 პირს საფრანგეთმა სანქციები დაუწესა

ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებულ 18 პირს საფრანგეთმა სანქციები დაუწესა. საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პირებს საფრანგეთში ჩასვლაც აეკრძალათ.

ოფიციალური პარიზი სამომავლოდ დამატებით სადამსჯელო ზომებსაც არ გამორიცხავს, რაც მკვლელობასთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.

ხაშოგის მკვლელობა უდიდესი სიმძიმის დანაშაულია, რაც პრესის თავისუფლების და ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს. საფრანგეთი საუდის არაბეთის ხელისუფლებისგან გამჭვირვალე, დეტალურ და ამომწურავ პასუხს ელის“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საფრანგეთამდე მსგავსი სანქციები ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ გერმანიამ დააწესა. ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.