ჯალალაბადში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
ჯალალაბადში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

ავღანური გამოცემა „ტოლო ნიუს“-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება თერთმეტმა ადამიანმა მიიღო.

თვითმკვლელი ტერორისტი სამართალდამცველების გამშვებ პუნქტს დაესხა თავს.

ნანგარხარის პროვინციის გუბერნატორის, ათაულა ხოგიანის განცხადებით, ჯერ გაურკვეველია, დაღუპულები სამხედროები არიან თუ სამოქალაქო პირები.

ჯალალაბადში მომხდარი თავდასხმა  ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ დაგმო და აღნიშნა, რომ ტერორისტები ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს პირისპირ ბრძოლაში წინააღმდეგობას ვერ უწევენ და მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს.