ჯალალაბადში თავდასხმისას სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა

10:55, 24.01.2018

სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში, ორგანიზაცია Save the Children-ის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ორგანიზაციის შესასვლელთან აიფეთქა თავი, რის შემდეგაც ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

ნანგარჰარის გუბერნატორის განცხადებით, თავდამსხმელებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი