ჯალალაბადში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
ჯალალაბადში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ავღანეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ორგანიზაცია Save the Children-ის ოფისს დაესხნენ თავს. თვითმკვლელმა ტერორისტმა ორგანიზაციის შესასვლელთან აიფეთქა თავი, რის შემდეგაც ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

ბოლო მონაცემებით, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 12 ადამიანი.