ჯაირზინიო როზენსტრუიკმა ალისტერ ოვერიმი ბრძოლის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ნოკაუტით დაამარცხა
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგი საბრძოლო ღამე ვაშინგტონში გაიმართა. მთავარი ბრძოლა მძიმე წონით დივიზიონში ვეტერან ალისტერ ოვერიმსა (45-18) და დაუმარცხებელ ჯაირზინიო როზენსტრუიკს (10-0) შორის შედგა.
დაპირისპირება საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. სავარაუდოდ, სუდანელი მებრძოლი გადაწყვეტილებით მაინც გაიმარჯვებდა, თუმცა მე-5 რაუნდის დასრულებამდე 4 წამით ადრე ჯაირზინიომ ოვერიმი ნოკაუტში გაუშვა და გულშემატკივრებს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შესთავაზა. შედეგად, მან რეკორდი 10 მოგებამდე გაიუმჯობესა. ბრძოლის დასრულების შემდეგ როზენსტრუიკმა ფრენსის ნგანოუ გამოიძახა.