სირილ განმა ჯაირზინიო როზენსტრუიკს სძლია და დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა
სირილ განმა ჯაირზინიო როზენსტრუიკს სძლია და დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა

რამდენიმე საათის წინ, ლას ვეგასში UFC-ის მორიგი ქარდი (Vegas 20) გაიმართა. მთავარი ბრძოლა მძიმე წონით დივიზიონში რეიტინგის მეშვიდე მებრძოლ სირილ განსა და რეიტინგის მეოთხე ათლეტ ჯაირზინიო როზენსტრუიკს შორის გაიმართა.

შეიძლება ითქვას, რომ მაყურებელმა საკმაოდ მოსაწყენი დაპირისპირება იხილა. დაუმარცხებელი ფრანგი უპირატესობას ხუთივე რაუნდის განმავლობაში ფლობდა. საბოლოოდ, მსაჯებმა განის დომინანტური გამარჯვება ერთხმად დააფიქსირეს (50-45, 50-45 და 50-45)

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სირილ განი მძიმე წონის რეიტინგში, დიდი ალბათობით, მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლებს. მას კარიერაში რვა გამარჯვება და არც ერთი მარცხი აქვს. დღევანდელი მოგების შემდეგ, განმა განაცხადა, რომ ტიტულზე ბრძოლა სურს:

„იმ შემთხვევაში თუ სტიპენგანუს ბრძოლას საფრთხე რომელიმე მხრიდან დაემუქრება, მე მზად ვარ ჩავანაცვლო ნებისმიერი მებრძოლი. მე სატიტულო დაპირისპირება მსურს“.