აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა მომდევნო სამი ღონისძიენა გააუქმა
აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა მომდევნო სამი ღონისძიენა გააუქმა

მიუხედავად იმისა, რომ დანა ვაიტი და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) გუნდი დაუღალავად შრომობდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე კვირის ქარდი შეენარჩუნებინა და რაიმე ფორმით ჩაეტარებინა, როგორც ჩანს ღონისძიების ორგანიზება ვერ ხერხდება. მომდევნო სამი საბრძოლო ღამე – ლონდონი, კოლამბუსი და პორტლენდი ოფიციალურად გაურკვეველი დროის გადადებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი მაიკლ კეროლი ავრცელებს. მან ორგანიზაციის პრეზიდენტის, დანა ვაიტის სიტყვებს გააჟღერა.

„მიმდინარე კვირის, ისევე როგორც 28 მარტისა და 11 აპრილის ღონისძიებები გაურკვეველი დროით გადაიდო. დანა ვაიტი მადლობას უხდის ორგანიზაციის ყველა მომუშავეს გაწეული სამსახურისთვის. ყველა შესაძლო რესურსი გამოყენებულ იქნა, თუმცა ბრძოლების ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია.“