ჯაფარიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია 
ჯაფარიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია 

თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

როგორც პირველ არხს ერთ-ერთმა დაზარალებულმა განუცხადა, დამწვარია დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკუპაჟი მუშაობს.