ჯაბა სამუშია - პრემიერთან განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვისას საუბარი იყო უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ პრობლემებზე, შევთანხმდით, რომ დაიწყება მუშაობა მასშტაბურ დოკუმენტზე
ჯაბა სამუშია - პრემიერთან განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვისას საუბარი იყო უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ პრობლემებზე, შევთანხმდით, რომ დაიწყება მუშაობა მასშტაბურ დოკუმენტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვისას საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც უმაღლეს სასწავლებლებში არსებობს, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯაბა სამუშიას შეფასებით, შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა.

„იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც დღეს საქართველოში არის უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, რექტორებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რაც ამ რეფორმის ფარგლებში არის განსახორციელებელი. შევთანხმდით, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ტიპის შეხვედრები, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროს დონეზე და ასევე დაიწყება მუშაობა საკმაოდ მასშტაბურ დოკუმენტზე“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.