ჯაბა ჯიღაური - ავსტრიული შეკრება გამარჯვებით უნდა დავასრულოთ
ჯაბა ჯიღაური - ავსტრიული შეკრება გამარჯვებით უნდა დავასრულოთ

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე ჯაბა ჯიღაური შეუერთდა, რომელმაც მალტასთან მატჩი საკლუბო შეხვედრის გამო გამოტოვა.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში მისი გუნდი „ორდაბასი“ შინ „ატირაუს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი კი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.

„უპირველესად, საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. ავსტრიაში დღეს ჩამოვედი, რადგან ყაზახეთის ჩემპიონატში თამაში მქონდა და პირველი სანაკრებო შეხვედრის გამოტოვება მომიხდა. ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს და სასიხარულო იქნება, ეს შეკრება გამარჯვებით რომ დავასრულოთ“, – ამბობს ჯაბა ჯიღაური.