იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ, მაშველებმა სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს [ვიდეო]

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ, მაშველებმა სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

გოგონა დედასთან და სამ და-ძმასთან ერთად მოყვა ნანგრევებში. ის მაშველების მიერ გადარჩენილი 106-ე ადამიანია. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მანამდე, მაშველებმა ნანგრევებში გატარებული 58 საათის შემდეგ, 14 წლის გოგონა ამოიყვანეს.

თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იზმირში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 76 ადამიანი, 962 კი დაშავდა.

დატოვე კომენტარი